• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    31
    მაისი
    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

    დუშეთის მუნიციპალიტეტში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური მოადგილესთან ელგუჯა უნდილაშვილთან ერთად უძღვებოდა, მომხსენებლად წარდგა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური, სტატისტიკის, ეკონომიკის განვითარებისა და გარემოს დაცვის განყოფილების უფროსი ამირან ძლიერიშვილი, საკრებულოს აპარატის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი იოსებ ჭონქაძე. 

    სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრგით გათვალისწინებულ 11 საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის იყო: დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქ. დუშეთში ერეკლე მეორეს ქ.  N17-ში მდებარე შენობა-ნაგებობის სარდაფის, (ყოფილი კაფე-ბარი, უძრავი ქონების ს/კ 71.51.02.203.01.509) 367.62 კვ.მ ფართის და ამავე მისამართზე მდებარე 104,9 კვ.მ ფართის (უძრავი ქონების ს/კ 71.51.02.203.01.502),  სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით განკარგვის მიზნით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონის გამოსაცხადებლად, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. ასევე, ჟინვალის, ლაფანაანთკარის, ჭოპორტის, გრემისხევის და ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ.


    საკრებულოს სხდომას დეპუტატებთან ერთად ესწრებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.


    შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომა ღიაა და მასზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.